Monday, November 4, 2013

პროექტის გეგმა-ბუნება და ადამიანი

პროექტის სახელწოდება:ბუნება და ადამიანი.
პროექტის მთავარი იდეა: ბუნების დაცვა დაბინძურებისგან.
პროექტის აქტუალობა: ჩვენი სოფლის პატარა მდინარე დაბინძურებულია ნაგვით.
პროექტის მიზნები: გავასუფთაოდ მდინარე ნაგვისგან,დაიდგას ნაგვის ურნები და გავალამაზოთ მდინარის ნაპირი.მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი:11-12 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: ჩვენი მიზნების განსახორციელებლად შევქმნით ბუკლეტებს და შეძლებისდაგვარად ჩავრთავთ სოფლის მოსახლეობას ამ პროექტში.მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ხელსაწყოები  მდინარის გასასუფთავებლად,ფურცლები ბუკლეტების დასამზადებლად,კომპიუტერი,ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა: ამ პროექტისთვის მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად.
აქტივობა 1: მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ინტერვიუს ჩაწერს თემის გამგებელთან.
აქტივობა 2: მეორე ჯგუფი ბუკლეტებს დაამზადებს პროგრამა  Word-ში.
აქტივობა 3: მესამე ჯგუფი ინტერნეტში მოიძიებს საქართველოს სხვადასხვა მდინარეების სურათებს გამოფენისთვის.
აქტივობა 4: მეოთხე ჯგუფი ფოტო აპარატით გადაიღებს სურათებს სამუშაოს დაწყებამდე და სამუშაოს დამთავრების შემდეგ.
პრეზენტაციისთვის მოვაწყობთ ფოტო გამოფენას.
საგნებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია.
ეროვნული სასწავლო გეგმით მოსწავლე ქმნის სარეკლამო ხასიათის ტექსტს,თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,მიმართავს წერის სათანადო სტრატეგიებს.
პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ პავლაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tinatinpavladze@gmail.com